საქართველოოში საწვავი გაძვირდა- ექსპერტები საწვავის ფასების კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ

საქართველოოში საწვავი გაძვირდა. ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე რამდენიმე თეთრით მოიმატა. ნავთობიმპორტიორები და ექსპერტები ბენზინისა და დიზელის ფასის მატებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“  ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ფასების ზრდას  საერთაშორისო ბაზარს და ლარის გაუფასურებას  უკავშირებს და “პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხევაში, თუკი ლარი არ გამყარდა, საწვავის ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.

“ფასების ზრდა პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე ფასები არის გაზრდილი, თუმცა ჩვენთან ამას ლარის გაუფასურებაც ემატება. ქვეყნის შეიგნით ლარის გაუფასურება გახდა დამატებითი ფაქტორი, რის შემდეგაც ფასებმა უფრო მეტად დაიწყო ზრდა. ჩვენი დაკვირვებით, საერთაშორისო ფასების შემცირების ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება და თუ,  ლარიც არ გამყარდა ფასები კიდევ უფრო მოიმატებს,“- აცხადებს ჩვენთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი.


primetime.ge

Related posts