კახეთში ავარიას 75 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანის სოფელ ჩალაუბანთან მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. შემთხვევას 75 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელიც ავარიის დროს ადგილზე იყო. სხვების მდგომარეობა კი სტაბილურია.

გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ვეღარ შეძლეს.

imedinews.ge

Related posts