პოლიტიკა

ნანა სანდერსი - ჩემს მიმართ ციხეში განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული, ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, სექსუალური შევიწროება, გაშიშვლების მოთხოვნით, რაშიც მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული

ნანა სანდერსი - ჩემს მიმართ ციხეში განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული, ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, სექსუალური შევიწროება, გაშიშვლების მოთხოვნით, რაშიც მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული

ჩემს მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება, გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ციხის დირექტორი და მოადგილე- მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი. ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა დასიებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა და [ციხის დირექტორი] ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მშრალი შიმშილობა შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

"როგორც იცით, წინა ე.წ. პროცესზე დავიწყე შიმშილობა. სანამ ამ შიმშილობას დავიწყებდი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ თუ ჩემი მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდებოდა, შიმშილობას დავიწყებდი. იცით, რომ 13 იანვრიდან დავიწყე შიმშილობა. არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად ვიყავი, აბაზანიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვდიოდი, ოფიცრებმა გამომიყვანეს. შაქრის რაოდენობა იყო დაბალი, ისე სწრაფად ეცემოდა, მორიგე ექიმმა მითხრა, რომ აღმოვჩნდებოდი კომაში. მე არ მიბრძოლია ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად და მართლა მინდოდა ჩემი სიტყვა ბოლომდე შემესრულებინა, მაგრამ არც კომაში ყოფნა არ მინდოდა. შესაბამისად, მეოთხე დღეს შეწყდა ჩემი შიმშილობა.

საპყრობილეში დაბრუნებულს ციხის დირექტორი, ნესტან ვერულაშვილი, ასევე ადმინისტრაციიდან თანამშრომლები დამხვდნენ და დაიწყო იგივე ტერორი...

დღეში სამჯერ გამაყუჩებლებით ვარ, ჩემი ჯანმრთელობა უფრო მეტად გაუარესდა. ამას, რა თქმა უნდა, დაემატა მშრალი შიმშილობა. ღამე ძილიც კი არ შემიძლია, სხეულის ერთი ადგილიც კი არაა, ხელი დავიდო და არ მტკიოდეს.

ჩემი შიმშილობის პერიოდში მოვიდა ექიმი, მითხრეს მთავარი ექიმი არისო. მოვიდა და მიმიტანეს მანამდე მოთხოვნილი ქსეროქსის ასლები. ჩემი საპყრობილეში მიყვანის დღიდან რამდენჯერმე მქონდა მოთხოვნილი ეს და 20%-ც არ არის დაფიქსირებული,რა პრობლემებიც მაქვს. იმის მაგივრად, რომ ექიმისთვის, რომელიც პასუხისმგებელი იყო და მისთვის რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, ციხის დირექტორმა მომიწყო ტერორი. ზოგადად, მის მიმართ ბევრი პატიმარი არ არის ცუდად განწყობილი, მაგრამ ჩემს მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ციხის დირექტორი და მოადგილე. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემს მიმართ ეს არის შერჩევითობა და არაადამიანობაა.

მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი ვარ. არც ქრისტიანული ღირებულებებია და არც ადამიანური, არ ვიცი ეს რაში წერია, ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა გასივებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა, თითს ვერ ვიდებ ორგანიზმზე და ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო. რა შოუ, ადვოკატებისთვისაც კი არ მითქვამს ეს მაწუხებს, ის მაწუხებს, ადგილზე მინდოდა მომეგვარებინა. მე არ მეგონა საქართველოში ციხეებში კიდევ ასეთი არაადამიანური მოპყრობა იყო",- განაცხადა სამდერმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები