შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პოლიცია უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას როგორც აქციის მიმდინარეობისას, ისე „რუსთავი 2“-ისა და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიისა და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts