პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან
7 წუთის წინ

ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც მათ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმეს.

როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის არაბებისთვის გადაცემას, რაც არის ერთი მხრივ, „ანტიეროვნულ გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, არაბული აფიორა“.

„კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობისგან ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის [კრწანისის ტყე-პარკში და გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე} არაბებისთვის გადაცემას. ეს ასევე შემდგომში გულისხმობს ამ ორ ლოკაციაზე, კრწანისსა და გონიოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობას. სიტყვა-სიტყვით ითქვა ამ არაბული კომპანიის წარმომადგენლის მიერ, რომ აშენებულ ქალაქებში ქონების მინიმუმ 60% უცხოელებზე გაიყიდება. იქვე ჩამონათვალი მოვისმინეთ არაბი ბატონისგან, რომ საუდის არაბეთის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლები შეიძენენ ქონებას. ჩვენივე ღრმა რწმენით, ვიღებთ ორივე არაბულ ქალაქს თბილისის მახლობლად და აჭარაში, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება. ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გააფორმეს. ნაცვლად ამისა, ვიღებთ დუმილს, სახელისუფლებო არხების, სახელისუფლებო პროპაგანდისტების შემოსევას და ათას ჭორ-მართალს ჩვენთან დაკავშირებით. მივმართავთ საქართველოს მთავრობას და კობახიძეს, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან არის გაფორმებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ხელშეკრულებაში ძალიან ბევრი ანტისახელმწიფოებრივი რამ წერია. თუ ეს ასე არ არის, რატომ დუმს მთავრობა, რატომ არ ასაჯაროებს ამ კონტრაქტს? მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები