ტრაგედია თელავში ხანძრის ქრობისას მეხანძრემაშველი დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თამაშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა.

მეხანძრე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გელა მელიქიძე სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

წყარო: primetime.ge

Related posts