გორის მერია განცხადებას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ჟურნალისტების ნაწილის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიამ „მოდების კვირეულის“ ორგანიზატორების თხოვნით, ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა, რაც აპარატურითა და სკამებით უზრუნველყოფას გულისხმობდა. 22 ივლისს, მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი დაშავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მერიამ ღონისძიების ორგანიზატორებს სთხოვა, რომ ჩვენების დასკვნითი ღონისძიება გადადებულიყო, რაზეც თავდაპირველად მივიღეთ თანხმობა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და მერია ნაკისრი ვალდებულების(ტექნიკითა და სკამებით უზრუნველყოფას) შესრულებას აპირებდა, მაგრამ ორგანიზატორებმა რამოდენიმე საათის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს ღონისძიება „ახალბაღში“ გაემართათ თუ სასტუმროში. მას შემდეგ რაც, წვიმა დაიწყო, გადაწყვეტილება მიიღეს და ღონისძიება გადაიტანეს რესტორანში, რის გამოც მერიის ტექნიკური უზრუნველყოფა აღარ დასჭირდათ. განმარტებას გავაკეთებთ „POSTV“ – ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებითაც, მერია არ იყო ღონისძიების ორგანიზატორი და შესაბამისად არც ერთი ჟურნალისტი არ მიუწვევია. აქვე ვაცხადებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ორგანიზატორების მხრიდან მერიის მისამართით დაუსრულებლად ისმის არასწორი და ცრუ ბრალდებები. გორის მუნიციპალიტეტის მერია ამ წუთიდან უარს აცხადებს ამ საკითხებთან დაკავშირებით უპასუხოს კითხვებს. ეს არის უწყების ბოლო კომენტარი და ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები აღარ გაკეთდება.

Related posts