ოკუპანტები გუგუტიანთკარში ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოებს ვერტმფრენიდან აკვირდებიან

საოკუპაციო ძალამ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოებს ოკუპანტები ჰაერიდან აკვირდებიან. დღეს დილით სოფლის თავზე ვერტმფრენი გამოჩნდა.

სუსი რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთს, – წერია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გუშინ გამოქვეყნდა.

15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა. 6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გუშინ გაეცნენ.

imedinews.ge

თრიალეთი TV