აქვს თუ არა 14 წლის მოზარდის გარდაცვალებას კავშირი „ლურჯ ვეშაპთან“

„ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, გარდაცვლილი 14 წლის გოგონაა

9 ივნისს გახმაურებული საზარელი შემთხვევიდან მალევე 14 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

ოჯახის ახლობლების თქმით, მათ გონივრული ეჭვი აქვთ, რომ გოგონა სახიფათო თამაშში „ლურჯ ვეშაპში“ იყო ჩართული.

„პრაიმტაიმის“ წყარო აღნიშნავს, რომ 14 წლის მოზარდი ამ შემთხვევამდე უცნაურად იქცეოდა. ორჯერ ავარიაშიც მოჰყვა, თუმცა საბედნიეროდ მაშინ გადარჩა. დედამ შენიშნა, რომ როცა ბავშვს უახლოვდებოდა, გოგონა ტელეფონს თიშავდა.

„როცა დედამისი მიუახლოვდა და ტელეფონს დახედა, გოგონამ სასწრაფოდ გათიშა. დაეჭვდა დედა და ბავშვმა უარყო საშიშ თამაშთან კავშირი. ამის შემდეგ უცნაურ ვითარებაში ორჯერ ავარიაში მოჰყვა, მაგრამ მაშინ გადაგვირჩა. ნათესავები ამბობენ, რომ საავადმყოფოში მიყვანისას მკლავზე ნანემსარი ჰქონდა, როემლიც ექიმების გაკეთებული არ იყო. ისინი ამბობენ, რომ ბავშვის მკურნალ ექიმს უთქვამს, რომ ისეთი ნივთიერება აქვს გაკეთებული, რომელიც სისხლში კვალს არ ტოვებსო. კრიტიკულად მძიმე იყო ჩვენი გოგონას მდგომარეობა, თავი რით მოიწამლა არ ვიცით, ამას შეეწირა 14 წლის გოგოს სიცოცხლე – ამბობს ოჯახის ახლობელი.

„პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ,  14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, შსს გოგონას კავშირს სახიფათო თამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირს არ ადასტურებს.


primetime.ge

Related posts