axali

პოლიტიკა

ივანიშვილმა გადაწყვიტა, შექმნას იმიჯი, რომ მიდის და არაფერ შუაშია” – ხიდაშელი
1 საათის წინ

ივანიშვილმა გადაწყვიტა, შექმნას იმიჯი, რომ მიდის და არაფერ შუაშია” – ხიდაშელი

მე ვე­ლო­დე­ბი, რომ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი, რო­მე­ლიც და­ტო­ვებს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას იმი­ტომ, რომ სრუ­ლი­ად ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამი ადა­მი­ა­ნი – ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, გო­მე­ლა­უ­რი – არის ცალ­სა­ხად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რი, მისი პო­ლი­ტი­კის უპი­რო­ბო გამ­ტა­რე­ბე­ლი, – ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თინა ხი­და­შელ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში” გა­ნა­ცხა­და.

ხი­და­შე­ლის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის სტრა­ტე­გი­ას ამ­ზა­დებს და ცდი­ლობს, ფორ­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შექ­მნას იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ მარ­თვი­დან არის გა­სუ­ლი, რათა პა­სუ­ხი არა­ფერ­ზე მო­ე­თხო­ვოს.

“გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ თავს შე­ვი­კა­ვებ­დი ამის თქმის­გან, მაგ­რამ და­ნარ­ჩენს არც მოს­ვლას ეკი­თხე­ბო­და ვინ­მე და არც წას­ვლას, ისი­ნი არა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ იღე­ბენ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წას­ვლის შე­სა­ხებ. რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თან­ხმო­ბა რომ არ ჰქო­ნო­და, ის ვერ­სად ვერ წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ის, რომ მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩენს არც მა­ნამ­დე, არც ამ დროს და არც ამის შემ­დეგ, არას­დროს არ ექ­ნე­ბათ პო­ლი­ტი­კა­ში რა­ი­მე თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და მა­ნევ­რი­რე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ რა­საც უბ­რძა­ნებს პატ­რო­ნი, ყო­ველ­თვის ისე მო­იქ­ცე­ვი­ან.

არა­ვინ არ სუს­ტდე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” იმით, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­ვი­და. მე ვე­ლო­დე­ბი, რომ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი, რო­მე­ლიც და­ტო­ვებს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას იმი­ტომ, რომ სრუ­ლი­ად ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს სამი ადა­მი­ა­ნი – ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, გო­მე­ლა­უ­რი არის ცალ­სა­ხად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რი, მისი პო­ლი­ტი­კის უპი­რო­ბო, უსი­ტყვო გამ­ტა­რე­ბე­ლი. ესე­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც და­ი­წყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა.

დღეს, რო­გორც ჩანს, მან გა­და­წყვი­ტა, შექ­მნას იმი­ჯი, რომ მი­დის, რომ ის არა­ფერ შუ­ა­შია, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გა­და­ა­ბა­რა სრუ­ლად მარ­თვა, რომ ყველ­გან კო­ბა­ხი­ძის მე­გობ­რე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან, სუს-ის ჩათ­ვლით. ცოტა ხნის წინ ვინ­მეს­თვის შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რომ სუს-ს ასე დათ­მობ­და ივა­ნიშ­ვი­ლი, მაგ­რამ ზუს­ტად ამა­შია საქ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბის და­სა­ნა­ხად, მან და­ი­კა­ვა ეს პოზა – ის ერ­თგვა­რად გას­ვლის სტრა­ტე­გი­ას ამ­ზა­დებს.

ჩემი ხედ­ვით, ეს კო­ბა­ხი­ძის გაძ­ლი­ე­რე­ბა კი არ არის, ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ფორ­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შექ­მნას სრულ­ფა­სოვ­ნად იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ ის არა­ფერ შუ­ა­შია, გა­ვი­და მარ­თვი­დან და მას პა­სუ­ხი არ უნდა მო­ე­თხო­ვოს”, – გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

ხი­და­შე­ლი ასე­ვე სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი­დან რუ­სეთ­ში ფრე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ აქ­ტის სა­პირ­წო­ნე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე უნდა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტებ­ში რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის გა­უქ­მე­ბას გუ­ლის­ხმობს.

“ტექ­ნი­კუ­რა­დაც კი, ოდ­ნავ სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა რომ ჰქონ­დეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ამ ფონ­ზე და ამ მოვ­ლე­ნის კვა­ლო­ბა­ზე, ყვე­ლა პირ­და­პი­რი რე­ი­სი დღეს­ვე გა­უქ­მე­ბუ­ლი უნდა იყოს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, ისე­ვე, რო­გორც, არ ვიცი, ქუ­თა­ის­ში და ბა­თუმ­შიც ალ­ბათ, დაფ­რი­ნა­ვენ რუ­სე­ბი პირ­და­პირ, მაგ­რამ, ნუ, გა­სა­გე­ბია, რომ არც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა აქვთ მათ და არც არა­ფე­რი, მათ­თვის მთა­ვა­რი არის, რომ მათი კლა­ნის წევ­რებ­მა ფული აკე­თონ და, რო­გორც ჩანს, ამ ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე უფრო დიდ ფულს აკე­თე­ბენ, ამი­ტომ აქვთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტო­ლე­რან­ტო­ბა მსგავ­სი ტი­პის მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ.

ნე­ბის­მი­ე­რი, სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ­და სა­პირ­წო­ნე ზო­მებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ამას მარ­ტივ ენა­ზე ჰქვია იმ პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის გა­უქ­მე­ბა და აკ­რძალ­ვა, რომ­ლე­ბიც დღეს რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მუმ აე­რო­პორ­ტში გვაქვს.

ქვე­ყა­ნას რომ ჰყავ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი (უბ­რა­ლოდ არ გვყავს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნი გვყავს და თა­ვის­თავს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეძა­ხის), მას უკვე აქტი გა­მო­ცე­მუ­ლი ექ­ნე­ბო­და პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ – ეს არის ერ­თა­დერ­თი ადეკ­ვა­ტუ­რი ზომა ასეთ დროს და მერე გა­ა­კე­თონ რუ­სებ­მა არ­ჩე­ვა­ნი, რა ურ­ჩევ­ნი­ათ მათ მო­ქა­ლა­ქე­ებს – სო­ხუმ­ში იფ­რი­ნოს შვიდ­მა კაც­მა, თუ შვი­დი ათას­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი აე­რო­პორ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ იმ მიზ­ნე­ბის­თვის, რის­თვი­საც იყე­ნე­ბენ. სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა, რაც ხდე­ბა ჩვენს აე­რო­პორ­ტებ­ში რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით”, – გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

 

წყარო:  https://gurianews.com/ivanishvilma-gadatsqhvita-sheqmnas-imiji-rom-midis-da-arapher-shuashia-khidasheli/

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები