აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ეროვნებით არაბი მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება 19/108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. შემთხვევა დღეს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

interpressnews.ge

Related posts