პოლიტიკა

გიორგი ჩახუნაშვილი - კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია
2 წუთის წინ

გიორგი ჩახუნაშვილი - კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია

ჩახუნაშვილის თქმით, კვლევის მიზანი იყო პრევენციული ღონისძიებების გატარება.

“ეს იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება ჩვენი მედიკოსების, რომ თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო და გატარებულიყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადამიანებისთვის იქნებოდა საჭირო.

პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველასთვის ღია იყო, ყველა კომპონენტის დაცვით, კონფიდენციალურობის დაცვით. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ გავუგზავნეთ კითხვარები შესავსებად.

როდესაც კითხვარების პასუხებში ვნახეთ, რომ იყო საყურადღებო ელემენტები, შევთავაზეთ კვლევა, რომელშიც შედიოდა ელექტროკარდიოგრამა, კაპილაროსკოპია, კლინიკური ანამნეზი, სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა. ეს ყველაფერი შეჯამდა, პროფესიონალურად იქნა ნანახი.

კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზი, კლინიკური კვლევა არის სულო სხვა რამ”, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები