პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი - სამომხმარებლო ფასების რეგულირების შესახებ მთავრობის ინიციატივის კრიტიკა არის მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ წამოწყებას, რომელიც ერთნაირად სასიკეთოა როგორც მთავრობის მომხრეებისთვის, ასევე მისი მოწინააღმდეგებისთვის
18 წუთის წინ

ეკა სეფაშვილი - სამომხმარებლო ფასების რეგულირების შესახებ მთავრობის ინიციატივის კრიტიკა არის მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ წამოწყებას, რომელიც ერთნაირად სასიკეთოა როგორც მთავრობის მომხრეებისთვის, ასევე მისი მოწინააღმდეგებისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივას სამომხმარებლო ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ეხმიანება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული კრიტიკა მიზანმიმართულად აზიანებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროცესს.

„რადიკალების კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისა და კარტელური შეთანხმებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ მთავრობის ნაბიჯები მიმართულია არაკეთილსინდისიერი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად და არ უკავშირდება საბაზრო მექანიზმებში ჩარევას.

„საქართველოს მთავრობის ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის კრიტიკა არის მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ წამოწყებას, რომელიც ერთნაირად სასიკეთოა როგორც მთავრობის მომხრეებისთვის, ასევე მისი მოწინააღმდეგებისთვის.

რადიკალების კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისა და კარტელური შეთანხმებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. არ არის საუბარი ფასების კონტროლსა და საბაზრო მექანიზმების დარღვევაზე.

ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, რომლებიც ებრძვიან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ნებისმიერ ბაზარზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები