შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 23.73%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 23.73%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, 2023 წლის 1-ელ 9 თვეში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 146 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 118 შემთხვევა იყო. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი წლიურად 28 შემთხვევით ანუ 23.73%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოს სახეების მიხედვით, უსაფრთხოების წესების დარღვევა გაზრდილია მხოლოდ – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას პროცესში. წლიურად დარღვევის ფაქტები ამ სამუშაოებზე 31.82%-ით არის გაზრდილი. სხვა სახის სამუშაოებზე კი მაჩვენებელი არ შეცვლილა.

რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, გასული წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 15 (12.71%), ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 21 (14.38%) საქმე გაიხსნა.