12 წლის მოზარდი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კომაშია

12 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ღრმა კომაშია.

უბედურ შემთხვევას თვითმხილველები ჰყავდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვს ყურსასმენები ეკეთა, მატარებლის მემანქანე მას შორი მანძილიდან უსიგნალებდა, სიჩქარეც დააგდო, დაამუხრუჭა კიდეც, მაგრამ შემთხვევის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბიჭს მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდიბარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts