შემზარავი ავარია ზუგდიდში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი ოპელისა და ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ოპელის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

primetime.ge

Related posts