პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების შეწყვეტისთვის 30 წუთი მისცა.

მართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს. მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძემ და სხვებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ კანონით იმოქმედონ. მათი თქმით, პოლიციამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

imedinews.ge

Related posts