როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

6–7 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.

რაც შეეხება თბილისს, აქ ჰაერის ტემპერატურა 6 დეკემბერს 3 გრადუსამდე გათბება.

 

Related posts