შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სითბოს აღარ უნდა ველოდოთ – სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე:

– ამინდი უკვე შეიცვალა, რაც მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ გაფრთხილებაც გვქონდა გავრცელებული… დასავლეთ საქართველოში მოვიდა თოვლი, 20 ნოემბრიდან ამინდი ისევ უარესდება… 20 და 21 ნოემბერს მთელ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

თბილისში 20 და 21 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, უფრო მეტად კი ქარი… თბილისში დღესაც მთელი დღე ქარია, ხვალ და ზეგ უნალექო ამინდი… დღეს ნავარაუდევია 15 გრადუსი, ხვალ – 13 გრადუსი და ღამე 5-6 გრადუსი, საკმაოდ სიცივეა…

თბილ ამინდებს აღარ უნდა ველოდოთ?

აღარ, უკვე ნოემბრის მეორე ნახევარია… ნოემბერი ფაქტობრივად ზამთრის თვედ ითვლება. გვეყოს ის სითბოები, რომლითაც შემოდგომამ გვანებივრა. თბილისში 21 ნოემბრიდან კიდევ უფრო აცივდება.