გორში პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება

სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიზნით გორში პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ახალი საპარკინგე სივრცეების შესარჩევად მუშაობა დაწყებულია.
გორში პარკირების სისტემა 1 ოქტომბრიდან მოქმედებს. საჯარიმო სანქციები 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. მანამდე კი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია, რომელის ფარგლებშიც პარკირების ინსპექტორებმა მძღოლებს გააცნეს პარკირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დარიგდა ფლაერები.
დღეის მდგომარეობით პარკირების საშვი 1480 მოქალაქეს აქვს შეძენილი.
გორის ქუჩებში პარკირების გადასახადი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

1 დღე – 1 ლარი.

30 დღე – 10 ლარი.

90 დღე – 15 ლარი .

180 დღე – 25 ლარი.

365 დღე – 40 ლარი.

ამ დროისთვის პარკირების წესის დარღვევსთვის 1000-ზე მეტი ავტომფლობელია დაჯარიმებული, მათგან დაახლოებით 60%-ს საჯარიმო თანხა გადახდილი აქვს.
პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით.
პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელია ბანკების მეშვეობით ( თი-ბი-სი, საქართველოს ბანკი ) და სწრაფი გადახდის აპარატიდან (თი-ბი-სი, საქართველოს ბანკი)

ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლებულია პარკირების საფასურის გადახდისგან!

პარკირების გადასახადისგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. სპეციალური საშვის ასაღებად მათ უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას.
გორის პარკირების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე – www.goriparking.ge.
ან დარეკეთ ცხელ ხაზზე (+995 370) 22 44 40

Related posts