რუსთავში კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

რუსთავში კოსტავას გამზირზე, 36 წლის მამაკაცი, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მამაკაცი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს.

 

პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.

 

წყარო: ინფო რუსთავი 

Related posts