საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

Related posts