წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტში ჩავარდა და დაიღუპა

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციითწყალტუბოში, ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობა „მერცხალის“ ლიფტში 17 წლის მოზარდი ჩავარდა და დაიღუპა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა უთხრეს, გოგონები შენობაში სელფის გადასაღებად იყვნენ ასულები.

„შენობაში საღამოს ხანს სელფის გადასაღებად ავიდნენ. ეტყობა ერთს ფეხი დაუცურდა და ლიფტში ჩავარდა”, – ამბობენ ადგილობრივები.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related posts