კორონავირუსმა შესაძლოა ნებისმიერ დროს იფეთქოს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაიცვას რეკომენდაციები.

გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსი არსად არ გამქრალა და მან შესაძლოა ნებისმიერ დროს იფეთქოს.

კორონავირუსი არსად არ გამქრალა, კორონავირუსმა შესაძლოა ნებისმიერ დროს იფეთქოს, აქედან გამომდინარე ის რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და ეს ჩვენი პირველ რიგში სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ იქნება ეს პირბადე, სოციალური დისტანცირება, იქნება პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა ადამიანების უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

Related posts