სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბერს დაიწყება

სასწავლო წელი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სისტემა ეპიდსიტუაციას მოერგება.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდნ გამომდინარე, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს. რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იქნება იმ დროისთვის“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

Related posts