გორში 67 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გადაიცვალა

,,ენეგო-პრო ჯორჯიას” გორის სერვისცენტრის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გადაიცვალა. გარდაცვლი 67 წლის გორში მცხოვრები იოსებ ცაციაშვილია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

თრიალეთი TV