ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, დებატების დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ქვეყანაში არსებობენ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვთ, თუმცა ხელისუფლება მათგან არც გადახდას ითხოვს და არც სანქციებს უწესებს.
პრემიერის განცხადებიდან იკვეთება, რომ გადაწყვეტილება, რომელ მედიას შეუმსუბუქდეს ვალი და რომელი განადგურდეს, პოლიტიკური ნებაზეა დამოკიდებული.
ეს არ არის სამართლიანობა!