საარსებო მინიმუმის ოდენობა 182, 3 ლარამდე შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 183, 5 ლარი იყო, აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით შემცირდა და 182,3 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1,1 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 161,5 ლარს შეადგენს. ორი ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 305,8 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, აგვისტოში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 161,5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 258,3 ლარით, სამსულიანი – 290,6 ლარით, ოთხსულიანი – 322,9 ლარი, ხუთსულიანი – 363,3 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 429,5 ლარი. არითმეტიკული ამოცანა და რებუსი- ასე უწოდებს ფინანსისტი, თამარ ედიშერაშვილი სტატისტკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვენებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც საარსებო მინიმუმიო შემცირებულია. მისი განმარტებით, ფასები, საკვებ პროდუქტებზე, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაძვირდა. შესაბამისად, მისივე თქმით, სტატისტიკა რეალობას ეწინააღმდეგება. საქსტატი მონაცემებს მონაცმებს საშუალო ხელფასზეც ავეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 1 150 ლარზე მეტი შეადგინა. ამასთან, საანაგრიშო პერიოდში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. გორში მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საშუალო თვიური ხელფასი, მეტწილად 200-დან 500 ლარამ,დე მერყეობს და ისეთი მაღალი ხელფასი, როგორც სტატისტიკის შედეგებშია ნაჩვნები, მხოლოდ გამონაკლისებთან ფიქსირდბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

Related posts