კასპის ავტოსადგურში მგზავრთა აღრიცხვა მიმდინარეობს

კასპის ავტოსადგურში მომუშავე მოლარე ყვება, რომ ის მგზავრთა ვინაობის და ტელეფონის ნომრების აღრიცხვას მერიის დავალებით ახორციელებდა, რატომ გახდა მზგავსი ჩანაწერის გაკეთება საჭირო მოლარე ვერ ასახელებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მონაცემთა შეგროვება წინასაარჩევნოდ ხდება. ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზააციის წევრებმა გაავრცელეს. კასპის მერიაში ამბობენ, რომ მგზავრთა აღრიცხვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხდება. გარდა ამისა ავტოსადგურის ხელმძღვანელობას ეთხოვა სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლების მხრიდან რეგულაციების დაცვის გაკონტროლება.

Related posts