დეზინფორმაციული კამპანია პრორუსული გზავნილებით

დეზინფორმაციული კამპანია და პრორუსული გზავნილები – “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” პანდემიის ფონზე ამ მიმართულებით არსებული ვითარება შეისწავლა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გააქტიურდა მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ეხება რუსული ვაქცინის ეფექტურობას, პარალელურად კი იქმნება კონსპირაციულ თეორიები.
პანდემიის პერიოდში გავრცეებულ დეზინფორმაციაზე საუბრობენ გორში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. განსაკუთრებულ ხაზს კი ლუგარის ლაბორატორიაზე და რუსეთში ვაქცინის არსებობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უსხვავენ.
სექტემბერში კონსპირაციული თეორია პირბადეების საწინააღმდეგოდაც გავრცელდა. DRI–ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში, დეზინფორმაციული პოსტები facebook-ზე 524-ჯერ გაიზარდა და 564 მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

Related posts