შიდა ქართლში 1320 პირი თვითიზოლაციაში რჩება

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 640 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას გადის 318 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 70 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1320 ადამიანი.

Related posts