ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალიდან გატაცებული ზაზა გახელაძის, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობის მეხუთე თვე დაიწყო. დაკავებული ოჯახი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. გატაცებულის მეუღლის განცხადებით, გახელაძის გასამართლებას საოკუპაციო რეჟიმი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აპირებს, რაც რუს ე.წ. მესაზღვრეზე თავდასხვმას და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ზაზა გახელაძეს უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავს, საქმის განხილვა ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში რამდენიმე დღეში დაიწყება.

Related posts