,,ხელოვნება საზღვრების გარეშე,, -თეატრალური ფესტივალი გორში

,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“- 21 და 22 ნოემბერს გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ქუჩის სპექტაკლი, ,,სახლი საზღვარზე“ გაიმართება. სპექტაკლი ანტისაოკუპაციო შინაარსისაა რომელიც ხვალ სოფელ მერეთში გაიმართება, 22 ნოემბერს კი გორში გადაინაცვლებს. პროექტის ფარგლებში რეგიონში პოლონელი რეჟისორები და ექსპერტები ახორციელებენ ფესტივალის საგანმანათლებლო სხვადსხვა აქტივობებს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სივრცეში. . სპექტაკლის მონაწილეები ახლა თეატრალური წარმოდგენისათვის ემზადებიან. რამდენიმე მათგანი მსგავს აქტივობაში წელს პირველად ჩაერთო, თუმცა პოლონელ რეჟისორებთან ერთად მუშაბა მთთვის იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მათი გამოუცდელობა შეუმჩნეველია და წარმატებული წარმოდგენის გამართვის მოლოდინი აქვთ.

Related posts