ზაალ დუგლაძემ ხმა მე-20 საარჩევნო უბანზე მისცა

32 საოლქო კომისიის მე-40 საარჩევნო უბანზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სასურველი კანდიდატისათვის ხმის მისაცემად გორის მუნიციალიტეტის სოფელ ვარიანში პირველი ამომრჩეველი ზუსტად 8 საათზე მივიდა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აქტიურობა დილიდანვე შეინიშნებოდა. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია და საარჩევნო პროცესიც მშვიდ ვითარებაში მიმდინაროებდა. არჩევნების მიმდინაეობისას საპროცედურო წესრიგთან ერთად, წელს კოვიდ 19-ის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების დაცვაც სავალდებულოა.
დადებითი ცვლილებების იმედით მივიდა დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველი. მათი განცხადებით, თითოეული მოქალაქის ხმა ახლა გადამწყვტია. ამომრჩევლებმა ასევე საარჩევნო უბნებზე ვირუსის გავრცელების რისკები შეფასეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის საარჩევნო პრცესი 17 ოლქში, მათ შორის ქარელსა და ხაშურში მიმდინარეობს. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის 18 უბანიც ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქს მიაკუთვნეს.

Related posts