კუბლაშვილი: "ეს არის ხალხის დაცინვა"

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ,   რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ სრულდება.

 

 

“როდესაც ეკონომიკაში არის მნიშვნელოვანი პრობლემები, როდესაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად ფაქტიურად ღარიბდება, როდესაც კრიმინალი მატულობს, ამ სიტუაციაში რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები ან რამდენიმე მინისტრის შეცვლა მაშინ, როცა არ იცვლება პრემიერ მინისტრი, არ იცვლება არაფორმალური მართვის სტილი, რომელიც არის ქვეყანაში, ეს არის მხოლოდ თავის მოტყუება,. ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება და  პარლამენტის უმრავლესობამაც არ უნდა დაუშვას, რომ ამ კოსმეტიკური ცვლილებების გზით ვიაროთ“-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა

Related posts