გორის რაიონულმა სასამართლომ თარაშ კანდელაკს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა და საპატიმროდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება დაადგინა, იმ არგუმენტით, რომ წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა ამოიწურა, თარაშ კანდელაკი 19 წლის ერეკლე თედლიაშვილის სასტიკად ცემაშია ბრალდებული, რომელიც რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. კანდელაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ თარაშ კანდელაკის მხრიდან კვლავ არსებობდა დანაშაულის გაგრძელების და მიმალვის საქმე. თარაშ კანდელაკი სამართალდამცავებმა 2020 წლის 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა.
>