შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი ერთი წლით იკრძალება – სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება

ივლისიდან, ერთი წლით, ქვეყნიდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოაცხადა.

მისი განმარტებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს. შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.

“საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 4 ივლისიდან ქვეყნიდან აიკრძალოს ხორბლის ექსპორტი, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი და წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარდეს ქვეყნის საჭიროებებს.

ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქერის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა აქაც, მიღებული მოსავალი მთლიანად ადგილობრივ საჭიროებებზე იქნას მიმართული,”-აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისტრი ოთარ შამუგია.