პოლიტიკა

ეკა გიგაური - გამოკითხვის დროს საუბარი იყო, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარში, რაც ჩემთვის  გაუგებარი კითხვაა
15 წუთის წინ

ეკა გიგაური - გამოკითხვის დროს საუბარი იყო, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარში, რაც ჩემთვის გაუგებარი კითხვაა

ეკა გიგაური, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი რესპონდენტია, აცხადებს, რომ გამოძიებამ მას ასევე ჰკითხა, საიდან გაიგო, რომ „კამიტი” შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო აქციის დროს.

„გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით, 15 წუთი, შეიძლება 20 წუთიც. ვისაუბრე იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა მქვია, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს მიღებული და სად ვმუშაობ ამ პერიოდში. კითხვები ასევე ეხებოდა იმას, ჩემი რომელიმე განათლება უკავშირდება, თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის. კიდევ ერთხელ ვისაუბრე იმაზე, თუ რას ვფიქრობ „ქართულ ოცნებაზე“, იმ კომენტარებზე, რომელსაც ზოგადად ვაკეთებ „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით, ეს იქნება სამოქალაქო სექტორი, თუ მედია.

კითხვები იყო იმის შესახებ, თუ საიდან გავიგე, რომ „კამიტი” შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო. [ვუპასუხე, რომ] სტატიიდან, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, გამოძიებას მისთვის არ დაუსვამს კითხვები, რომ ინტოქსიკაცია თავადაც მიიღო.

„ეს კითხვები არ დაუსვამთ, არც მქონდა საშუალება, რომ ამაზე მესაუბრა იმიტომ, რომ მათ ეს არ აინტერესებდათ. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რაზე დამიბარეს. ანუ ყველაფერ იმაზე, რაზეც ვისაუბრეთ, საჯაროდ ვსაუბრობ და იგივე პოზიციას ვაფიქსირებ აბსოლუტურად ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში, შესაბამისად, მეც გამიკვირდა, რაღაც ახალი ვერც მათ გაიგეს ამ ინტერვიუდან და რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი, არ ვიცი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიაში“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე შესაძლოა ექიმებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გამოიყენონ.

„რა თქმა უნდა, აქ არაფერს გამოვრიცხავთ, ყველაფერი არის შესაძლებელი იმიტომ, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო და დამოუკიდებელი სასამართლო. ვიცით, ყველაფერს ველოდებით, ყველაფერი შეიძლება მათ გააკეთონ, უბრალოდ, ამ ყველაფერს იმისათვის აკეთებენ, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული და სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხი და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელზეც თვითონ არ ამბობენ. თვითონ შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ.

მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია შსს-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები