შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანას განვიხილავთ“ – რესტორატორთა ასოციაცია

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ პალიტრანიუსის გადაცემა „დილის პალიტრაში“ განაცხადა, რომ დღესდღეობით საქართველოში სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტა, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებმა უკრაინიდან ჩამოსული ადამიანების დასაქმებაა დაიწყეს, ხოლო სამომავლოდ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამუშაო ძალის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განხორციელდეს.

„დღესდღეობით სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი. ასევე არ გაგიკვირდეთ და საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ. ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი ფაზაში შედის უკვე“. – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.