კასპის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, კასპის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფლებში ეპიდემიოლოგირ ზედამხედველობას აგრძელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები.

„კოვიდ19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სამივე სოფელში საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესია შეჩერებული სამთავისის საბავშვო ბაღში.

>

„სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. ბოლო 24 საათში გვქონდა ხუთი დადასტურებული შემთხვევა. აქედან იყო წინა დღეს გაგზავნილი ნიმუშებიდან სამი „პისიარ“ დადასტურება და გუშინ იყო ორი ანტიგენ დადასტურება. ამ ხუთივე დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ იყო ქვემო ჭალა, იგოეთის კლასტერიდან. 143 კაცი გვრჩება თვითიზოლაციის რეჟიმში. ეპიდზედამხედველობა გრძელდება. გეგმიური ტესტირება ჩატარდა სამთავისისა და ქვემო ჭალის სკოლებში და დღეს ველოდებით პასუხებს. დღეს გაიტესტებიან იგოეთის სკოლის თანამშრომლები. დილიდან გაიტესტა 30 პირი და ამ დროისთვის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს“, – განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ნონიაშვილმა.

თრიალეთი TV