საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს- ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები 7 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 2019 წლის მონაცემები არის წარმოდგენილი 9 ქვეყნისთვის, 2018 წლის მონაცემი არის წარმოდგენილი ერთი ქვეყნისთვის, ასევე ერთი ქვეყნისთვის არის 2017, 2016 და 2015 წლების მაჩვენებლები წარმოდგენილი. წინა წლების უმუშევრობის სტატისტიკის წარმოდგენა განპირობებულია იმით, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ამ ქვეყნების უფრო ახალი სტატისტიკური მონაცემები ვერ მოიპოვა. საქართველოში არსებული უმუშევრობის პრობლემის შესახებ საუბრობენ გორში რიგითი მოქალაქეებიც. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო პანდემიამ, რადგან დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოსახლეობის დიდი ნაილი სამსახურის გარეშე დარჩა. რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ჩვენს მიერ გამოკითხული საზოგადოების ნაწილ გამოსავალს სამუშაო ადგილების შექნაში ხედავს.
უმუშევრობის სტატისტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქვეყნები მას ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით ითვლიან. კერძოდ, 2020 წლამდე საქართველოც უმუშევრობას 1982 წელს მიღებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლიდა. ანუ თვითდასაქმებული ადამიანები იმის მიუხედავად მათ აქვთ თუ არა შემოსავალი, დასაქმებულებად ითვლებოდნენ, თუმცა 2020 წლიდან საქართველო ახალ 2017 წელს მიღებულ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლითაც თვითდასაქმებული და სოფლად მცხოვრები ადამიანები ავტომატურად დასაქმებულებად აღარ ითვლებიან. იმისთვის, რომ თვითდასაქმებული ადამიანი დასაქმებულად ჩაითვალოს, მას ფულადი შემოსავალი უნდა გააჩნდეს, რაც წინა მეთოდოლოგიით არ იყო სავალდებულო. ეკონომისტი, ირაკლი მაკალათია ცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს მონაცემები სხვადასხვა სტატისტიკაშია ნაჩვენები. რიგითი მოქალაქეების მსგავსად, ეკონომისტიც უმუშევრობის დონის გაზრდას და დასაქმების პრობლემას 2020 წლის პანდემიას და გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებულ რეგულაციებს უკავშირებს.
მეთოდოლოგიის შეცვლის შედეგად, გადაანგარიშდა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც. მაგალითად, 2019 წელს, თუკი წინა მეთოდოლოგიით, საქართველოში მოქალაქეების 11.6% ითვლებოდა უმუშევრად, ახალი მეთოდოლოგიით ეს რიცხვი 17.6%-მდე გაიზარდა.