პოლიტიკა

ქეთი თურაზაშვილი - სირცხვილია, ფასების უკონტროლო ზრდის ფონზე პენსიონერებს 20, თუნდაც 45 ლარით მოუმატოთ პენსია და „ოცნების” პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველთვიურად 16 000 ლარი ერიცხებოდეთ
13 წუთის წინ

ქეთი თურაზაშვილი - სირცხვილია, ფასების უკონტროლო ზრდის ფონზე პენსიონერებს 20, თუნდაც 45 ლარით მოუმატოთ პენსია და „ოცნების” პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველთვიურად 16 000 ლარი ერიცხებოდეთ

სირცხვილია, ფასების უკონტროლო ზრდის ფონზე პენსიონერებს 20, თუნდაც 45 ლარით მოუმატოთ პენსია და „ოცნების” პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველთვიურად 16 000 ლარი ერიცხებოდეთ. ამ ფონზე, ისევ გრძელდება „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერების ძარცვა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პენსიონერების დაცინვა გრძელდება. „ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ბიუჯეტი მოარგო ჩინოვნიკების გაზულუქებას და არა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს. ათასობით ხანშიშესული თუ მოხუცი ადამიანი ყოველდღიურ ჯოჯოხეთს გადის.

განსაკუთრებით მძიმეა მარტოხელა პენსიონერების ყოფა. მათ არჩევანის გაკეთება უწევთ, შემწეობის ტოლფასი პენსიით საკვები იყიდონ თუ წამალი. არსებობენ პენსიონერები, რომლებსაც უჭირთ კომუნალური გადასახადების გადახდა, ზოგი მათგანი ღამით სინათლის ანთების უფლებასაც კი არ აძლევს თავს. მათივე თქმით, მათ „ყველაფერი ენატრებათ“.

ივანიშვილის რეჟიმი, პენსიონერებს პატივს არ სცემს. ამას ადასტურებს, პენსიონერებისთვის 20 ლარიანი მატების პარალელურად, „ოცნების” მაღალჩინოსნების ანაზღაურების ასტრონომიული ზრდა.

სირცხვილია ხალხო, ფასების უკონტროლო ზრდის ფონზე პენსიონერებს 20, თუნდაც 45 ლარით მოუმატოთ პენსია და ,,ოცნების” პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველთვიურად 16 000 ლარი ერიცხებოდეთ.

ამ ფონზე, ისევ გრძელდება „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერების ძარცვა და ისედაც ძალიან მცირე პენსიას, სრულად ვერ იღებს პენსიონერების ნახევარზე მეტი - 400 000 - მდე პენსიონერი.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმ ადამიანების ჩაგვრა და წვალება, რომლებმაც ყველაზე მეტი იშრომეს და დიდი ამაგი აქვთ გაწეული. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას.

ჩვენ „ძლიერი საქართველო“ - მოვითხოვთ, გადაიხედოს ბიუჯეტის პროექტი და მინიმალური პენსია განისაზღვროს 1000 ლარით. როგორც ეს ჩვენ შემთხვევაში იქნებოდა.

და ასევე, „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერების დაყაჩაღების შესაჩერებლად, იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა, შეასრულოს ვალდებულება, და დაიცვას პენსიონერების, როგორც მომხმარებელთა უფლებები“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

წყარო: IPN

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები