გორში მომხდარი თვითმკვლელობიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა. 28 მაისს პოლიციის თანამშრომლებმა 24 წლის გიორგი ქერდიყოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილის მამა, ნუკრი ქერდიყოშვილი, ექსკლუზიურად, ,,თრიალეთისათვის” მიცემულ ინტერვიუს მადლობით იწყებს სამართალდამცველების, ჟურნალისტების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქერდიყოშვილებს გადაცვლილი შვილის პოვნაში დაეხმარა და ოჯახის მწუხარება გაიზიარა.
გადაცლილის მამა როგორც თრიალეთს უყვება, მისი შვილი აზარტული თამაშებით იყო დაკავებული და თვითმკვლელობას სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს. როგორც თავად ამბობს, მან იცოდა, რომ გიორგი აზარტულ თამაშებში აქტიურად იყო ჩართული და შვილს აფრთხილებდა, თავი დაეღწია მისგან . გარდაცვლილის მამამ, ,,თრიალეთს” წერილიც გადასცა გასავრცელებლად, სადაც ის საზოგადოებას აზარტული თამაშების წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. ნანობს იმას, რომ არ შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებსაც შვილმკვდარი მამები ხშირად მართავდნენ და იმედოვნებს, რომ გიორგი იქნება ბოლო, ვინც აზარტული თამაშების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.https://servedbyadbutler.com/adserve/;ID=180004;size=728×90;setID=461116;type=iframe;click=CLICK_MACRO_PLACEHOLDER
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გიორგი ქერდიყოშვილი პოლიციის თანამშრომლებმა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 28 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.