პოლიტიკა

საბა სხვიტარიძე - არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება - როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე
5 წუთის წინ

საბა სხვიტარიძე - არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება - როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე

მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს.

საბა სხვიტარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვითარების ნორმალიზება არ სურს.

„ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა — ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა. როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება, როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება არ სურს. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და ამ მიამიტობით არ უნდა მივცეთ ქოცებს ჩვენზე მანიპულაციის საშუალება.

ქოცების მიზანია ეს ქვეყანა დატოვონ მეგობრების გარეშე, მარტო, დაუცველი. სურთ, რომ რუსების ხელში ჩაგვაგდონ.

უნდა გვესმოდეს, რომ ქოცების მიზანია ვიყოთ იმ ვითარებაში, რომელ ვითარებაშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა, და ილუზიას ნუ ვიქმნით, თითქოს სიტუაციის ნორმალიზება სურთ“, - წერს საბა სხვიტარიძე.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები