პოლიტიკა

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გაიმართა
45 წუთის წინ

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გაიმართა

რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქცია გაიმართა.

აქციაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები მონაწილეობენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გაშალეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სიმბოლურად ვარდები, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშები.

აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 58 წლის იუბილე სწორედ ამ ფორმით მიულოცეს.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება.

„დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, 58 წლის გახდა. მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც დღეს აქ ყოფნა საჭიროდ ჩათვალეს. ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანების. თუ რამე გაუკეთებია ჩემს შვილს, გააკეთებინა ქართველი ხალხის სიყვარულმა და რწმენამ. ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს განსაკუთრებული ერია, განსაკუთრებული შესაძლებლობების, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს ნიჭიერება, ეს ძალა, ეს ენერგია არის ამ დაწესებულებაშია გამომწყვდეული, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ და ვერ გაგრძელდება”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები