საქართველოში 681 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 681 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში – 303, აჭარაში – 76, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 14, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 – თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 47, ხოლო აჭარაში – 0. სულ 6 ოქტომბრიდან – 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 843 პირი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.

190 ნახვა
desktop
mobile catfish