„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები უნდა გათამამდნენ.

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დავიცავთ ყველა წესსა და რეკომენდაციას, კოვიდ 19-ის მეოთხე ტალღა მსუბუქად ჩაივლის.

„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ამის თქმა ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები.

თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით მაქსიმალურად, დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგი ტალღა იქნება მსუბუქი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

40 ნახვა
desktop
mobile catfish