ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე: არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები

სრული სურათის დასანახად უნდა დაველოდოთ იმ გამოკითხვებს, რომელიც მიმდინარეობს, ფსიქოლოგებისა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს. ახლაც ძნელი დასაჯერებელია ყველა ის ბრალდება, რაც ისმის. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აღმზრდელმა შეიძლება ხშირად არ იცოდეს ბავშვთან ურთიერთობის საუკეთესო მეთოდი. სოცმუშაკების გადამზადება ცოტახნის წინ დაიწყო, ბავშვთა კოდექსი შარშან მიიღეს – ეს ახალი პროცესია და იურისპრუდენცია ამ მხრივ ძალიან ახალგაზრდაა, მით უმეტეს საქართველოში. ამიტომ ძალიან ბევრ ადგილას არის დარღვევები. ჩვენ გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩემთვის ცხადია რამდენიმე შეცდომა, რაც დაშვებულია ბავშვებთან მიმართებაში. თავად სასამართლომ თავად დაარღვია ბავშვთა ინტერესები. ალბათ არავინ უნდა დაიჩემოს, რომ სრულყოფილად ესმის ეს საკითხი. ამიტომ ვუშვებ იმას, რომ შეცდომები ყოფილიყო, თუმცა სრულიად წარმოუდგენელია ის მძიმე ბრალდებები. აუცილებელია, დაველოდოთ სპეციალისტების დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ, ვინაიდან დაუფიქრებელი ბრალდებებით ბევრი ადამიანი ზიანდება.

92 ნახვა
desktop
mobile catfish