შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„გული გამიჩერდა…“ – ბათუმში სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„გარდაიცვალა 3 წლის იო. ტრაგედია დატრიალდა ბათუმში ზეცაში გაფრინდა პატარა 3 წლის ანგელოზი…. ვუსამძიმრებ ჩემს ბათუმს იოანე ქარცივაძის გარდაცვალებას

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ეეჰ გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა… როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში… ძალიან სამწუხაროა,

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ვაჟკაცის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა

ღმერთო ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!

გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ“,- წერს შოთო სიხარულიძე.