რატომ გვსიამოვნებს კოღოს ნაკბენის მოქავება და უნდა მოვიქავოთ თუ არა?

კოღოს კბენისას, ჩვენი ორგანიზმი მწერის ნერწყვს აღიქვამს უცხო სხეულად.ეს იწვევს იმუნური სისტემის რეაქციას, რომლის მიზანიცაა არასასურველი სტუმრისგან განთავისუფლება. კბენის შემდეგ საქმეში ერთვება ორგანული ნაერთი – ჰისტამინი. დაზიანებული უბნის ირგვლივ იზრდება ლეიკოციტების რაოდენობა, რაც იწვევს ანთებას ან შეშუპებას. კოღოს ნაკბენი იწვევს ქავილს, რადგანაც ჰისტამინი ნაკბენის ადგილის ირგვლივ არსებულ ნერვებს გადასცემს იმპულსებს.
ნაკბენის ადგილის მოქავება იწვევს მსუბუქ ტკივილს, ამიტომ ზურგის ტვინის ნეირონები აგზავნიან ტვინში ტკივილის და არა ქავილის სიგნალს. ამის შემდეგ ტვინი, ტკივილის შესამსუბუქებლად, გამოჰყოფს სეროტონინს. იგი ააქტიურებს ზურგის ტვინის გარკვეულ ნეირონებს,რომლებიც ქავილის კიდევ უფრო მეტ შეგრძნებას იწვევს.

კანის დაზიანება ნაკაწრებისგან კიდევ ერთი მიზეზია ქავილის გაძლიერების. კანის დაზიანებისას, ირთვება ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია, რომელიც აღრმავებს ქავილს, ასტიმულირებს სენსორულ ნერვულ ბოჭკოებს. დაზიანებული უბნის ირგვლივ ზოგიერთმა ტიპის იმუნურმა უჯრედებმა შეიძლება გამოიმუშაონ ქავილის გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები.

>

რატომაა სიამოვნების მომგვრელი

ნაკბენის მოქავება?

ნეირონები ტვინში გადასცემენ ტკივილის სიგნალს, ხოლო ჩვენი სხეული საპასუხოდ აგზავნის ტკივილგამაყუჩებელ ქიმიურ ნივთიერებას, რაც იწვევს სასიამოვნო შეგრძნებას.

უნდა მოვიქავოთ თუ არა?

ანთებითი უბნის მოქავება აძლიერებს ანთებას, რაც ქავილის კიდევ უფრო მეტ მოთხოვნილებას იწვევს. ამასთან ქავილი აზიანებს კანს, ამიტომ მარტივადაა შესაძლებელი ფრჩხილებიდან ინფექციისა და ბაქტერიების შეტანა.

დაზიანებული უბნის ინფიცირებისას, ის კიდევ უფრო მეტად მოგვექავება და შეხორცებასაც დიდი დრო დასჭირდება.

თრიალეთი TV